რაღაცეები დირიჟაბლის შესახებ

ატომურ დირიჟაბლზე ნუტელას ჭამენ და ყოველ დილით ტოსტერთან ერთად ბანაობენ.

ატომური დირიჟაბლი  ნიუ-იორკშიცაა და ტოკიოშიც, მფრინავ მწვანე სახლთან და  ბოინგ-747ის გვერდით.

დირიჟაბლიდან წითელი წარსულიც ჩანს და უფერო მომავალიც. ჩანს როგორ ხვრეტდნენ შიშვლებს და როგორ უჯდებათ ელემენტი ჩაცმულებს.

დირიჟაბლი რკინის პარაშუტებით ატომურ სპილოებს უშვებს იქ სადაც ნაცრისფერ ჰაერს ჩაისუნთქავენ და წითელ, ხუთქიმიან ვარსკვლავებს ამოისუნთქავენ.

დირიჟბალი ნეონის ნათურების მინდორზე ჯდება ხოლმე სადაც მექანიკური ძროხები ნათურებს ჭამენ და კიბერ-ინდიელები ცდილობენ კიბერ-ბიზონები ააწყონ.


დირიჟაბლზე ატომური კურდღლები მწვანე ჩაის სვამენ, კოსმონავტის სკაფანდრ დახურული, თეთრ ტრუსიანი და ALL STAR-ის კედებიანი ადამიანები კი  ჩამქრალ მზეს უყურებენ და ფიქრობენ როგორ გამოუცვალონ ნათურა-ნათურა რომ გაანათოს.