ნუტელას ელექტრო ქილა

ნუტელას ელექტრო ქილა=ატომურ კურდღლებს+კინდერი+წითელი მექანიკური კოსმონავტი+...



კინდერი




სიმწრისგან სალათისფერ შპალერებს ხევდი, დამსკდარი კედლებიდან ამოსულ და ჩამტვრეული ფანჯრიდან მოფრენილ მწერებს აფურთხებდი და მერე შიშველ ფეხს აბიჯებდი.
-მე მინდა კინდერი, კინდერ სიურპრიზი.
გინდოდა იქ გერბინა პირსახოცაფარებულს სადაც ყავისფერი ცაა და ვაშლის ბაღები, მაგრამ მწერები იქაც მოდიდონენ და ვაშლებს გიჭამდნენ.
-მე მინდა კინდერი, კინდერ სიურპრიზი.
ბაღებიდან უცხო ტუალეტებში გაიქეცი და დიდი ბოთლებიდან სმა დაიწყე, გაბრუებული კიბეებზე ძლივს ადიოდი და კარს დაკეტავდი თუ არა იქვე იკეცებოდი. მალე კარამდეც ვეღარ აღწევდი და სადარბაზოს, სასმელის და სიგარეტის სუნით აყროლებდი.
-მე მინდა კინდერი, კინდერ სიურპრიზი.
ბინძური იყავი და ყოველ ღამე როცა შენს თმიან ფეხებზე კოლგოტკებს იცვამდი და კედელს აეყუდებოდი უფრო ბინძური ხდებოდი.
-მე მინდა კინდერი, კინდერ სიურპრიზი.
დილას ადუღებული წყლის ხმა გაღვიძებდა, ჩაიდანს რომ გადმოდგამდი ლოგინს გადახედავდი და ცარიელი ბოთლების, ნამწვავების და ვიღაც უცხო ტიპების გარდა ვერავის ხედავდი.
-მე მინდა კინდერი, კინდერ სიურპრიზი.
დილის ფერებში გახვეული ცას უყურებდი და ადუღებულ წყალს სვამდი, ყველაფერი კარგი, ბუნდოვნად გახსენდებოდა. როგორ გინდოდა ფერადი ნაჭრები შემოგეხვია და ვაშლის ბაღების მწვანე ბალახში გეგორავა, მაგრამ შენს სულ სხვასთნ გორაობდი.
-მე მინდა კინდერი, კინდერ სიურპრიზი.
გული გერეოდა, აბაზანაში გაიქეცი და არწყიე, მერე სარეცხ მანქანას ჩაეხუტე და ეხვეწებოდი შენც გაერეცხე, თან ისე რომ იქვე დაყრილ სარკის ნატეხებში შენი თავი ვეღარ გეცნო.
-მე მინდა კინდერი, კინდერ სიურპრიზი.
სტაფილოსფერი ყვავის დროს თავსახური მოხადე, თეთრი ყვავის დროს უკვე ბოთლში იყავი და იქ ყოფნა რომ გახსენებდა გაჟრჟოლებს ხოლმე, ყვავი რომ მწვანდებოდა ამოსვლა გინდოდა და მიხვდი ისევ ხის ცხენზე უნდა შემჯდარიყავი და ვაშლის ბაღებისთვის გებრძოლა.
-მე მინდა კინდერი, კინდერ სიურპრიზი.
ცხენს ვერ პოულობდი და ბოთლში გამოკეტილი იგუდებოდი. მერე აღარ აპირებდი მაგრამ მაინც თქვი-კინდერი, კინდერ სიურპირზი.-გახსენი და ხის ცხენი ამოგივიდა, ის ხის ცხენი ბოთლიდან რომ ამოგიყვანა, ის ხის ცხენი მწერები რომ შეჭამა, ის ხის ცხენი პირსახოცაფარებული რომ შეაჯექი და ვაშლის ბაღებისკენ წაგიყვანა.

წითელი მექანიკური კოსმონავტი



მე შეიძლება ჩემს თავს ვურეკავდე, ან თანამგზავრს მარსზე,
მე შეიძლება თავი ინვალიდი მეგონოს, მაგრამ ვიჯდე წითელ კაფელებიან ოთახში, ხელში წითელი ტელეფონი მეჭიროს და თავზე წითელი ანტენა მეკეთოს.
მე შეიძლება თავი კოსმონავტი მეგონოს და ყოველ დილით ბოინგ 747-ის მგზავრებს ხელს ვუქნევდე,
მე შეიძლება თავისუფლების ქანდაკება გავხდე და ყველაზე ღრმა ტბაში ჩამაგდონ რომ არავინ დამინახოს.
მე შეიძლება ბალახი ვიყო, და მექნიკურმა ძროხამ მომძოვოს, ძროხამ რომელსაც ყოველ შუადღეს ბენზინს უსხამენ,
შეიძლება ნებროთმა გარეკა და მერლინ მონრომაც მაგრამ მე მათი თეთრხალათიანი ფსიქიატრი ვიქნები წითელი ჩაქუჩით ხელში.
მე შეიძლება ვიყო მძიმე, წერტილი ან ძახილი. შეიძლება საღამოს წერილი, ვიღაცის საფოსტო ყუთში.
მე შეიძლება საბჭოთა ჯარისკაცი ვიყო, ანდაც დირიჟაბლის ფაშისტი კაპიტანი.
მე შეიძლება ღამე ვიყო, თქვენ რომ გადაგეკვრებით და გგუდავთ ან თეთრი დათუნია თქვენს გვერდით რომ სძინავს.
მე შეიძლება გამთენიის ექსპრესი ვიყო და მაღვიძარას მაგივრობა გაგიწიოთ.
შეიძლება მე უბრალოდ მე ვიყო, შიშველი თეთრი ტრუსის ამარა კოსმონავტის სკაფანდრით და ზურგზე მშვიდობის ნიშნით.




ატომური კურდღლები


დღეს მწვანე სახლში ატომური კურდღლების შეკრებაა! მოდით ნახეთ როგორ ითვლის დედამიწა ბოლო წუთებს! დღეს მწვანე სახლში ატომური კურდღლების შეკრებაა, მოდით ნახეთ როგორ ითვლის დედამიწა ბოლო წუთებს!-ხმა მწვანე სახლში მწვანე რადიოდან გაისმოდა, სახლი კი მიფრინავდა და მასზე დამაგრებული ნათურები ნელა ირხეოდა.

ყველაფერი ასე დაიწყო. მწვანე მინდორში მწვანე მაცივარი იდგა, შიგნით შიშველი მწვანე თმიანი ბიჭი და გოგო იყინებოდნენ. მაცივრის გარშემო კურდღლები იდგნენ და ელოდებოდნენ, გაყინულები გადმოიტანეს და მწვანე სახლში წაიღეს.

მწვანე სახლში მწვანე ბაზრობაა-ისმის რადიოდან-რომელიც მაშინ გაიხსება როცა დედამიწა ბოლო წუთებს დაითვლის. იყიდება, ყველაფერი იყიდება, ქილებში ქლოროფორმში ჩადებული ადამინები დევს, ყუთებში...- შემდეგ ისევ გრძელდება-დღეს მწვანე სახლში ატომური კურდღლების შეკრებაა...

კურდღლები გაყინულებს მწვანე ატომურ ბომბზე აბამენ, მაგიდასთან ჯდებიან, მწვანე ჩაის სმას იწყებენ და თან ითვლიან, თერთმეტი, ათი, ცხრა, რვა, შვიდი, რადიოდან ხმაც იწყებს მწვანე ბაზრის გახსნამდე დარჩა ექვსი, ხუთი, ოთხი, სამი, ორი, ერთი... მწვანე სახლში ისმის ხმაური, ბომბი დედამიწას ეცემა და ყველაფერი ნათდება. კურდღლები შავ სათვალეებს იკეთებენ სინათლემ რომ არ შეაწუხოთ და მშვიდად განაგრძობენ მწვანე ჩაის სმას. რადიოდან ისმის-გაიხსნა, მწვანე ბაზრობა გაიხსნა, იყიდება, ყველაფერი იყიდება, ქილებში ქლოროფორმში ჩადებული ადამიანები დევს, ყუთებში...
ხმა განაგრძობდა ჩამოთვლას, მწვანე სახლი კი ისევ მიფრინავდა და მასზე დამაგრებული ნათურები ისევ ნელა ირხეოდა.







PABEDA


ძველმა რუსულმა პაბედებმა გაანათეს და მინდორს გაუყვნენ. ეხლაც მიდიან, ვხედავ როგორ მიდიან, ვხვდები როგორ მიდიან, ვსუნთქავ როგორ მიდიან.


მინდორში რკინის და მიწის სუნია. დგას შიშველი, თმაგაბურძგნული ფსავს და იცინის, თან წითელ აგურს ფშვნის. გარშემო პაბედები დგანან. მერე რემდნეიმე გასროლა, დავარდნა და მორჩა.