ნაივური სუპერი


 დაიწყო იმით რომ ყველაფერი მომბეზრდა. დილა შუადღე და საღამო ვერცერთ განსხვავებას რომ ვერ ვპოულობდი, არაფრისმთქმელი სიტყვები რომლის ნაცვლად არც რაფაელო და არც რამე ეგეთი გამოდგებოდა, სახეები ერთი მეორეზე უარესად რომ იცინოდნენ და ზოგს საერთოდ რომ არ გაეცინა ჯობდა.
ყველაფერი აზრს კარგავდა. მიზნების და ოცნებების ისედაც გადახრილ-პიზას კოშკებს სულ გამოეცალათ ძირი და დაინგრნენ. ვეღარ ვხვდებოდი საერთოდ რა მინდოდა ამ დედამიწაზე.
 მერე იყო წიგნები და სტატიები აი ისეთი ”წარმოიდგინეთ რომ თქვენს წინ, ცხვირის გასწვრივ ბედნიერების ფლაკონია, შეისუნთქეთ ღრმად...” ან ”ჩაიხედეთ სარკეში და ორი წუთის განმავლობაში ნაზად დაიზილეთ ზედა ტუჩი, შემდეგ...” რამდენჯერ ვცადე ჩამესუნთქა მაგრამ ან ჩემს ცხვირს ჰქონდა გრძნობა დაკარგული და ან ფლაკონი იყო დაცლილი ბედნიერების ”ჯადოსნური” სითხისგან.
 ბოლოს ვერც ვერაფერს ვხედავდი და ვერც ვსუნთქავდი. ვფიქრობდი რომ მე ვიყავი მიწის ბელტი, გადასამუშავებელი ჯართი ან უმი ხორცი, ცხოვრება კი დიდი ტრაქტორი, რკინის უზარმაზარი დაზგა ან სქელი ბასრი დანა. ამ შედარებებს ვაკეთებდი როცა ნაივური სუპერის ყდა დავინახე. რატომღაც ვიფიქრე რომ მწვანე, წითელი და ყვითელი ჯოხები ჩემი პრობლემებია და ჩაქუჩი ნაივური სუპერი, რომელიც ისე ჩაარტყამდა ჯოხებს რომ ვერასდროს ამოყოფდნენ თავს.
 ამ ყვითელ წიგნზე პირველი რაც მახსენდება ხის საუკაკუნო დაფაა, მერე სათამაშოების ფირმა ”ბრიო”,  კიმი ფაქსი და მეტეოროლოგია, კიდევ ნიუ-იორკი და Empire state building-ი, მახსენდება პრობლემები რომლებიც მე და მთავარ გმირს საერთო გვქონდა, იმდენად საერთო რომ მთავარი გმირი(რომლის სახელი არ არის ნახსენები) ჩემი თავი მეგონა. მასაც ყველაფერი მობეზრდა, მისთვისაც ყველაფერმა აზრი დაკარგა... მაგრამ ჩემგან განსხვავებით, პიზის კოშკების დანგრევას არ ელოდება და ცდილობს შექმნას თავისი პატარა სამყარო, რომელშიც ყველაფერი დალაგებული იქნება, ამისათვის კი საკმაოდ ორიგინალურ საშუალებებს მიმართავს. თამაშობს წითელი პლასტმასის ბურთით რომელიც დროის შეგრძნებას აკარგვინებს, უკვე ბევრჯერ ნახსენები ხის საკაკუნო დაფა ურთიერთკავშირის შეგრძნებას უჩენს. კითხულობს პროფესორ პაულის წიგნს, პაული რთულ საგნებზე მარტივად რომ წერს, ადგენს სიებს რომლის საშუალებით ნათლად ხედავს თავის აზრებს და სურვილებს, მაგალითად რა აქვს(ყავს) და რა აკლია.
აქვს: ველსოიპედი,
სასწავლებლის დიდი ვალი,
მაგისტრის წოდება,
პოტოაპარატი,
თითქმის ახალი ერთი წყვილი ბოტასი.
აკლია:გეგმები,
აღმაფრენა,
შეყვარებული,
შეგრძნება რომ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირიშია და ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება.
 ბოლოს ყველაფერი მართლა კარგად იყო, ნაივური სუპერმა ისე ჩაარტყა პრობლემებს რომ არც არასდროს ამოუყვიათ თავი. ბურთის სროლის და დაფაზე კაკუნის გარდა სიების წერაც დავიწყე, რომლებმაც, ბოლოს და ბოლოს, მიმახვედრეს რატომ ვარ დედამიწაზე.
ესეც ჩემი სია (ატომური მიზნების სია).
 დედამიწაზე ვარ იმიტომ რომ: ჩავისუნთქო სუფთა ჰაერი და დავტკბე ცხოვრებით, გავუნაწილო სუფთა ჰაერი სხვებს რომ ისინიც დატკბნენ ცხოვრებით, გამოვუცვალო ნათურა მათ ვისაც გადაეწვა და ჩემი მანქანიდან გადავუსხა ბენზინი იმას ვისაც გაუთავდა.

4 comments:

Unknown said...

გიო, ნუ რა გითხრა არ ვიცი!! ძალიან, ძალიან და კიდე უფრო ძალიან აზრიანი, ფილოსოფიური, და ღრმა პოსტია. უზომოდ მომეწონა!!! ერთადერთი რამ, შეეცადე, უფრო ხშირად დააშეარო რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს!!! მგონი მეც უნდა დავიწყო მსგავსი სიების წერა და აუცილებლად უნდა წავიკითხო ეგ ყვითელი წიგნი!!! ყოჩაღ! წინგნის ბევრ მიმომხილველს შეშურდებოდა :)

Atomic Dirigible said...

მადლობა, მიხარია რომ მოგეწონათ :)

Unknown said...

გამარჯობა. ამ პოსტის ლინკს ჩემი პოსტის ბოლოს ჩავამატებ თუ შეიძლება :)

http://nutsadom.blogspot.com/2010/11/blog-post_12.html

Irich photography said...

Interesting to read